1 სექტემბერს, რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ბერას ახალი სიმღერის „Parlez vous Francais?” პრემიერა შედგა.
ბერა: პირველ რიგში მინდა თქვენს რადიოს 17 წლის იუბილე მივულოცო. გისურვებთ ყოველივეს საინტერესოს: ბევრი კარგი მუსიკა, პოზიტივი და კიდევ უფრო მეტი განვითარება. ძალიან გემოვნებიან მუსიკას უშვებთ და კარგია, რომ ახალგაზრდებს საკუთარი ნამუშევრის პოპულარიზაციაში ეხმარებით. მითუმეტეს, თქვენი რადიოსადგური ჩემს მუსიკალურ ჟანრშია. ასე რომ გილოცავთ.
– დღეს ფრანგულენოვანი სიმღერის „Parlez vous francaiz?“ პრეზენტაცია გვაქვს. მოგვიყევი, როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი?
– სპონატნურად დავწერე. სასტუმროში ვიყავი და საკმაოდ მოკლე დროში მომივიდა სიმღერის დაწერის მუზა. არანჟირებაც და ყველაფერიც ჩემი იდეა იყო, ჩაიწერა ჩემს სტუდიაში. ცოტა მეტი დრო მიქსის გაკეთებას დასჭირდა, თუმცა წინასწარ უკვე ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა.
– როგორც ვიცი, კლიპიც გადაიღე და Youtube-ზე ძალიან პოპულარულია…
– კი და სიმართლე რომ გითხრათ, არ მოველოდი ასეთ გამოხმაურებას. ნახვების მხრივ ლიდერობს ბრაზილია, კოლუმბია და ა.შ. ათასობით გაზიარება აქვს ამ რეგიონებიდან, რასაც ნამდვილად არ მოველოდი. სხვათასორის, იაპონიის ტოპ-10-შიც ვართ.
– გაჩნდა მოსაზრებაც, რომ გოგონა, რომელიც ვიდეოში მონაწილეობს, შენი შეყვარებულია…
– ჩემს პირადზე ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს შეეხება, სიფრთხილით ვეკიდები. კანის კინოფესტივალზე, L’oreal-ის საღამოზე გავიცანი, სადაც საკმაოდ ბევრი ლამაზმანი იყო. ერთად ვიდექით და მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემს კლიპში გადავიღებდი. ეს არის, რაც ჩვენს ურთიერთობაზე შემიძლია გითხრათ.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
