აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ჩრდილოეთ კორეის სიტყვები და ქმედებები ჯერ კიდევ მტრული და საშიშია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსგან გარიყულია, ის ბევრი ქვეყნისთვის საშიშია, მათ შორის ჩინეთისთვისაც.
დონალდ ტრამპმა ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი აშშ-ის დახმარებას ცდილობენ, „თუმცა, მცირე წარმატებით“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გამოცდის შედეგებს ეცნობა.
გავრცელებული ცნობით, ოფიციალური ფხენიანი წყალბადის ბომბის კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტაში მოთავსებას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფხენიანის ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და ბომბი სრულყოფილია.
