LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკი და კიტ ჰარინგტონი Dolce & Gabbana-ს ახალი არომატის რეკლამაში (ვიდეო)

ემილია კლარკმა და კიტ ჰარინგტონმა მონაწილეობა მიიღეს Dolce & Gabbana-ს ახალი არომატის რეკლამაში. „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები მზიან ნეაპოლში გადაიღეს.

ვიდეოებში კიტი და ემილია იტალიის ფერად და ხალხმრავალ ადგილებში იმყოფებიან, სადაც ვარსკვლავებს დიდი სიხარულით ხვდებიან და ტრადიციულ კერძებს აგემოვნებინებენ.

ორივე კლიპი საკმაოდ მხიარული და პოზიტიური გამოვიდა. ფონად კი მათ ცნობილი იტალიური ჰიტი „Americano” ადევს.