არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე, შეტევა მიიტანეს.
საჰაერო შეტევა ღამით ცენტრალურ სირიაში, ჰამას რაიონში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.
არაბული მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა შეტევა ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე განახორციელეს. მათ, ასევე, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლასთვის“ კუთვნილი შეიარაღების კოლონა გაანადგურეს.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე სირიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, სადაც რაკეტებისა და ქიმიური იარაღის განვითარება და წარმოება ხდება. საჰაერო შეტევის შედეგად დაშავებულებიც არიან.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარზე უარი განაცხადეს.
