LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოხტას მთაზე ცეცხლის ახალი კერები ამ დროისთვის აღარ არის

„დაკვამლიანების გაძლიერების მიუხედავად, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე, ცეცხლის ახალი კერები ამ დროისთვის არ ფიქსირდება,“ – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობას განაგრძობენ. ასევე, ქრობით სამუშაოებს ავიაცია უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ვითარება კონტოლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.