სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ავიაცია ჩაერთო.
ხანძრის ადგილზე ამ წუთებში ერთი ქართული ვერტმფრენი დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებს. ერთ საათში კი ამ პროცესში ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება.
გუშინ, შუადღის შემდეგ, ქარის გამო დაკვამლიანება გაიზარდა. ქარმა ლოკალიზებული კერები თავიდან გააღვივა, თუმცა საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ადგილზე 24-საათიან რეჟიმში 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
