ტეხასის შტატში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალაქ პლანოში მდებარე ერთ-ერთ სახლში მამაკაცმა შენობაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. თავად თავდამსხმელი ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკლა.
აღნიშნულ საქმეზე მდინარეობს გამოძიება. მომხდარის მოტივი სამართალდამცველებისთვის უცნობია.
