LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

ოდესაში, საბავშვო ბანაკ „ვიქტორიას“ ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძარის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

კორპუსში 42 ბავშვი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო დაცვის სამსახურში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 23:37 საათზე შევიდა.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად ხანძარი 500 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავდა, ხოლო შემდეგ მისი გავრცელების ფართობი ორჯერ გაიზარდა.