ჯოლი-პიტის გარშემო არსებული დრამა გრძელდება. ბრედ პიტი შიშობს, რომ მისი შვილები ანჯელინას ხელში კარგ განათლებას ვერ მიიღებენ. რაც უფრო ჭიანურდება განქორწინების პროცესი, მსახიობი მიიჩნევს, რომ მათი შვილებისთვის ეს ძალიან ცუდია. ინსაიდერის თქმით, ჯოლიმ ბავშვებზე მართვის სადავეები დაკარგა.
42 წლის მსახიობი ექვსივე შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. რაც შეეხება მათ განათლებას, ბავშვები არ დადიან სკოლაში, მათთან ინდივიდუალური მასწავლებლები სახლში დადიან და განათლებას ისინი სწორედ ამ გზით ღებულობენ.

