LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიის ციხეში ამბოხის შედეგად ერთი პატიმარი გარდაიცვალა

კალიფორნიის სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში ამბოხის შედეგად, სულ მცირე, ერთი პატიმარი გარდაიცვალა, რვა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

არეულობაში 160-მდე პატიმარი იღებდა მონაწილეობას, თუმცა სამართალდამცველებმა კონტროლის აღდგენა მალევე შეძლეს.

გარდაცვლილი პატიმარი, ძარცვის ბრალდებით, 13-წლიან სასჯელს იხდიდა.

ინციდენტის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლები არ დაშავებულან.