LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს – ანა დოლიძე

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. საკონსტიტუციო პროექტს არაერთი ხარვეზი აქვს,” – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, კონსტიტუციური პროექტის მთავარი ხარვეზია რომ არ არსებობს თანხმობის დოკუმენტი, შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში გათვალისწინებული არაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამასთან, ანა დოლიძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რომლის მიუხედავად პარლამენტს უფლება აქვს, მაინც ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა.

“კონსტიტუციის 61-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის შემდეგ შეუძლია, პარლამენტს შეიკრიბოს. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით ფიზიკურად დრეს დარეგისტრირდა,” – განაცხადა ანა დოლიძემ.