LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავარიელმა ქართველ ემიგრანტებს ახალი სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

Ardaidardo.Ge

 

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეძღვნებათ. სიმღერას გოჩა იაშაღაშვილი ასრულებს. ის მსმენელისთვის ბავარიელის ფსევდონომით არის ცნობილი. სიმღერის სახელწოდებაა „ჩვენ დავბრუნდებით“.

„ვიდეორგოლი ეძღვნება ყველა ქართველ ემიგრანტს, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული“, აღნიშნავს მომღერალი.

სიმღერის ტექსტი კი ასეთია: „და თუ გული შენი სანთლად დანთებული, გიპასუხებს, ეს ცხოვრება ამად ღირდა, იცოდე, რომ ღმერთს უყვარხარ და სამშობლოს, წინაპარიც ჩვენს მომავალს ასე ქმნიდა. ღმერთო ჩემო, დამილოცე საქართველო, მისი აწმყო, წარსული და მომავალი, ჩვენ ყველანი უსათუოდ დავბრუნდებით, ვინც იშრომა, ვინც შეაღო ცოდნის კარი, და ჩვენს შვილებს სამუდამოდ ჩანუნერგავთ, რომ მათია საქართველოს მომავალი…“