LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიის რეფერენდუმი: პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა (ვიდეო)

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ქაოტურ სიტუაციაში მიმდინარეობს. ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

პოლიციამ რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველი კატალონიელების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები გამოიყენა. შედეგად დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

კატალონიაში დღეს, ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელიც ავტონომიის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

პოლიცია ცდილობს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულოს, რომელმაც კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული კენჭისყრა შეაჩერა.