კეიტ უინსლეტმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა ნიუ-იორკში ახალი ერთობლივი ფილმი „ჯადოსნური ბორბალი“ წარადგინეს, რომლის რეჟისორიც ვუდი ალენია. უინსლეტი მასში ატრაქციონის ოპერატორის მეუღლის როლს ასრულებს, ჯასტინი კი სიმპატიური მაშველის როლში მოგვევლინება. მოქმედება 50-იან წლებში ვითარდება.
ფილმი დიდ ეკრანებზე დეკემბრის დასაწყისში გამოვა.


