აქციის “გავაფერადოთ და დავასუფთაოთ ქუთაისი” ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის და მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ბავშვებმა ნაგვის ურნები მოხატეს.
იდეას მხარი “ორბელიანი საქართველომ” დაუჭირა და ბავშვებისთვის საღებავები გამოყო.
მოხატული ურნება ქალაქის ცენტრში განთავსდება.
