LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამში 10 სიმღერას ითვალისწინებს პროექტი და გვირჩევნია თანდათან გამოვაჩინოთ ნამუშევრები“

Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” საქსაფონისტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ”არანჟიროვშიკი”-ზურა მახნიაშვილი, მუსიკოსი, გიტარისტი და კომპოზიტორი-კაკო ვაშალომიძე და მომღერალი მანანა კეკელაშვილი ესტუმრნენ. გადაცემაში სიმღერა ”ჩემო თბილისო”- ს პრემიერა შედგა.

ზურა, როგორც ვიცი ახალ საინტერესო პროექტზეა საუბარი მოგვიყევი ამ პროექტის შესახებ?

მანანა, როგორც მშვენიერი შემსრულებელი და მომღერალი თავის შემოქმედების მანძილზე საკმაოდ წარმატებულ მომღერლად ითვლება, მაგრამ ბოლო 10 წელია შემოქმედებითი პაუზა აქვს, ამ ეტაპზე ჩემს თავზე ავიღე პროდიუსერობა, ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დავიწყეთ, მანანამ მოლოდინს გადააჭარბა, დღეს რაც გაჟღერდება ეს სიმღერა არის თბილისზე, ჩემი მუსიკა და მაკა ცინცაძის ტექსტია.

საერთო ჯამში რამდენ სიმღერაზე აპირებთ მუშაობას და მთლიანი პროექტი ზურა მახნიაშვილის სტუდიაში ჩაიწერება?

მანანა ძალიან გემოვნებიანი მომღერალია და ადვილია მასთან მუშაობა, ჩვენ უკვე ვწერთ სიმრერებს, არ გაგიკვირდეთ ერთ 10 დღეში მეორე სიმღერით რომ მოგადგეთ, იწერება ჩემს სტუდიაში, მანანა ხარისხს ენდობა.

კაკო ვაშალომიძე: – მანანა მღერის ყველა ჟანრში, გავიცანი როგორც საესტრადო მომღერალი მაგრამ რომანსების უბადლო შემსრულებელი აღმოჩნდა, სალონურ ჯაზს ფლობს, გემოვნებიანად ლამაზი ხმის ტემბრით ასრულებს.

მანანა, რამ გამოიწვია პაუზა რის გამოც სცენას ჩამოშორდით?

მანანა კეკელაშვილი: – უკვე 15 წელია ლექტორი ვარ, ლექციებს ვკითხულობ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ისე გამოვიდა რომ მთლიანად გადავერთე ამ საქმეზე. პარალელურად ვმღეროდი რა თქმა უნდა ბატონ კაკოსთან, ოთარ მაღრაძესთან ერთად, ბენდიც გვქონდა, კონცერტებიც, მაგრამ როგორც სოლო მომღერალი ასე მასშტაბურად არ გამოვჩენილვარ, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემთვისაც ახალია რასაც ზურასთან ერთად ვაკეთებ, განსხვავებული ჟანრია.

ზურა მახნიაშვილი: – მანანას წინა წლების პროგრამები იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ რაღაცა პერიოდიდან ქართული მუსიკა ცოტა ”გაპაპსავდა”, შეიძლება განათლებული მუსიკოსისთვის ძნელია ამ ჟანრის მუსიკას შეეგუოს, მაგრამ ხომ შეიძლება იყოს ეს ჟანრი ოღონდ კარგად, ხარისხიანად გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ამაზე პრეზტენზია, კომერციულთან ერთად იყოს ხარისხიანი.

გეგმავთ თუ არა პროექტის სატელევიზიო პრემიერას, კლიპის გადაღებას?

თანდათან ყველაფერი იქნება, ჯამში 10 სიმღერას ითვალისწინებს პროექტი და გვირჩევნია ნელ-ნელა გამოვაჩინოთ ნამუშევრები. ვფიქრობ პოპულარობის მოპოვების შემდეგ ბენდსაც შევქმნით და ბევრ ხარისხიან მუსიკას შევქმნით.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის.

 


მანანა კიკილაშვილი – ჩემო თბილისო

AudioMANANA KIKILASHVILI – CHEMO TBILISO

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Manana Kikilashvili, Zura maxniashvili, Kako Vashalomidze

მანანა კიკილაშვილი & კაკო ვაშალომიძე – Dream A Little Dream Of Me. Live



მანანა კიკილაშვილი & კაკო ვაშალომიძე – Я слушаю тебя. Live

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge