LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ახალ მოთხოვნებს უყენებს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ახალ მოთხოვნებს უყენებს, რომელსაც მანამდე დაანონსებულ 29 ოქტომბრის აქციაზე წაიკითხავს. ეს აქცია კიევში, უკრაინის რადასთან, კარვების ქალაქში გაიმართება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეების პარლამენტის 7 ნოემბრის სხდომას დაელოდებიან და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.

ახალ მოთხოვნებს შორისაა: პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კანონის მიღება, ტარიფების გაყინვა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, იარაღის შეძენა-შენახვაზე კანონის მიღება.

კიევში, უმაღლესი რადას წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.