LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „შავნაბადა“ სტრასბურგში, დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

Ardaidardo.Ge

7 ნოემბერს ანსამბლი „შავნაბადა“ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე მიემგზავრება.

Ardaidardo.Ge

 

ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში, ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარდგება.

 

9 ნოემბერს სტრასბურგის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართება აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ სოლოკონცერტი.

 

სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია, რომელსაც ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში საზეიმოდ შეასრულებს. შერულდება ხალხური სიმღერები და ჯ. კახიძის მრავალჟამიერი.

Ardaidardo.Ge