LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

66 წლის ნიჭიერი, რომელსაც პირველი ლედი ჩაეხუტა (ვიდეო)

Ardaidardo.Ge

„ნიჭიერში“ ოზურგეთიდან, სოფელ ასკანიდან, 66 წლის მეფუტკრე ლევან ნინიძე გამოჩნდა. მისმა სიმღერამ როგორც ჟიურის წევრებისა და დარბაზში მსხდომი საზოგადოების, ასევე მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

„მეფუტკრისთვის საყვარელი პერიოდია გაზაფხულია, ამიტომ ძალიან მიყვარს სიმღერა: „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“… ვფიქრობ, სცენაზე დადგომა და სიმღერა არასდროსაა გვიან“, აღნიშნა ლევან ნინიძე.

 

მან ჟიურის წინაშე გამოსასვლელად ცნობილი სიმღერა „O, Sole Mio“ შეარჩია. მაკა ჩიჩუამ მისი გამოსვლის შემდეგ თავი ვერ შეიკავა, სცენაზე ავიდა, ლევან ნინიძეს ჩაეხუტა და აღნიშნა, რომ „ნიჭიერის“ მონაწილე ისე მღერის, „პირიდან თაფლი გადმოსდის“. რუსკა მაყაშვილმა შენიშნა, რომ სწორედ ამის გამო უყვარს პროექტი „ნიჭიერი“.