LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური “გურამიშვილი” ორი დღით დაიკეტება

მეტროსადგური “გურამიშვილი” ორი დღით დაიკეტება – ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, მეტროპოლიტენით კიდევ ერთხელ მგზავრობისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მეტროსადგურის დაკეტვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კალაძის განცხადებით, სამუშაოები უმოკლეს დროში უნდა დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.