LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან სებისკვერაძის ახალი სიმღერის პრემიერა

Ardaidardo.Ge

ცნობილი კომპოზიტორი, რუსუდან სებისკვერაძე ხარაგაულს ესტუმრა, სადაც მისი ახალი სიმღერის პრემიერა და მსმენელთან შეხვედრა გაიმართა. რუსუდან სებისკვერაძემ ახალი სიმღერა, რომელსაც ხარაგაულის კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ასრულებს, თამაზ სანებლიძის ლექსზე – „უფლის ნაკრძალს – ხარაგაულს“ შექმნა.


 

„ჩემს ქალიშვილთან დავიჩივლე, რომ ხარაგაულზე სიმღერის დაწერა მსურდა, მან თავის მეგობარ მაია ტორაძეს შემახვედრა. მისი დახმარებით შევარჩიე ტექსტი. ამ სიმღერით ჩემი ოცნება ავისრულე და ხარაგაულის წინაშე ვალი მოვიხადე. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გაბედნიეროთ, იყავით სულ ასე ტკბილი, გემრიელი და ალალმართალი ხალხი“, აღნიშნა კომპოზიტორმა შეხვედრისას.

რუსუდან სებისკვერაძესთან შეხვედრა შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) გაიმართა. კომპოზიტორს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს – რუსუდან სებისკვერაძის „ყვავილების სიმღერა“ ანა მაჭავარიანმა და არმაზი შავიძემ შეასრულეს, „მუსიკალური მომენტი“ – სალომე მაჭავარიანმა, „ფოთოლი ამიშრიალა“ – თამთა კიკნაძემ და მარიამ მანჯავიძემ, „ევროპული სკოლის ჰიმნი“ – გოგონათა გუნდმა.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

შეხვედრის ამსახველი ფოტოები და ტექსტი ვებგვერდმა chemikharagauli.com გაავრცელა.