
მიხარია, რომ შენი ახალი სიმღერა უნდა გავაჟღეროთ. შენს თაყვანისმცემლებს მიეცემათ საშუალება ისიამოვნონ და მოითხოვონ. როგორ განწყობაზე ხარ, დიდი ხანია არ ყოფილხარ ჩემი სტუმარი…
სულ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზე ვარ. თანაც, შენ ისეთი ენერგეტიკა გაქვს, არ შეიძლება ცუდ ხასიათზე ვიყო.
სიმღერას „რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს“, შენ და სოფო მღერით ერთად…
მაია ასათიანმა მოიფიქრა ერთ-ერთი გადაცემისთვის, რომ ჩაგვეწერა. ეს სიმღერა თავად შეგვირჩიეს. აკადემიურ სტილშია გაკეთებული და ძალიან კარგი გამოვიდა.
რა ხდება შენს კარიერაში საინტერესო?
არ არის საკონცერტო დარბაზები, არ არის კონცერტები, არ არის სტიმული, რომ ალბომი ჩაწერო და საბოლოო ჯამში ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, რადგანაც არ არის, ამიტომ თავს ვიკავებ.
სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ესტრადაზე თუ კლასიკურ მუსიკაში?
ორივე უფრო ახლოს არის, არის ძალიან კარგი კლასიკური სიმღერა და არის ძალიან კარგი საესტრადო სიმღერაც.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
მე ძალიან მინდა, სადმე უცხოეთში, იქ სადაც განვითარებულია შოუ ბიზნესი, მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსზე. მოსკოვში ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც, ბაქოში, ლიტვასა და ლატვიაში ვყოფილვარ კონცერტებით, ბოლო წელიწად ნახევარია არსად აღარ ვყოფილვარ. ახლა ისევ ვფიქრობ, კონკურსში მივიღო მონაწილეობა.
სამი სიმღერა ჩაწერე როგორც ვიცი, თუმცა ახლა მხოლოდ ერთ მათგანს გავაჟღერებთ…
ჯემალ ბაღაშვილი ძველი სიმღერაა, ახალი ინერპრეტაციით ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში, არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, გიტარის პარტია კი ხვიჩა მაღლაკელიძემ ჩაწერა. სიმღერის სახელწოდება გახლავთ „გიტარა“.
ბორის ბედია – გიტარა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბორის ბედია – ჩიტი გვრიტი. Live
ბორის ბედია. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



