LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „ქალები საჭესთან სექსუალურად გამოიყურებიან!..“

Ardaidardo.Ge

მსახიობი, მომღერალი და „არ დაიდარდოს“ წამყვანი, ლაშა რამიშვილი ჟურნალ „სარკეს“ ავტომოყვარულის რუბრიკაში ესაუბრა. ლაშამ აღიარა, რომ ზოგჯერ თავადაც უწევს წესების დარღვევით მანქანის გაჩერება.

 

„ჩვენს ქალაქში სუნთქვაც შეუძლებელია და მოძრაობაც. სამი ზოლი თუ გვაქვს, შეიძლება, ვიღაც მეოთხე ზოლში ჩადგეს.

 

სამსახურიდან სამსახურში მისვლა რომ მეჩქარება და წინ საცობი დამხვდება, ჩემთვის დამღუპველია. თბილისში ავტომობილის გასაჩერებელი ადგილები არ არის. ხანდახან მეც ვარღვევ წესს და მანქანას ბორდიურზე ვაჩერებ.

 

ასეთ მძღოლებს ძალიან გვაკრიტიკებენ, მაგრამ რა ვქნათ? სად დავაყენოთ მანქანა? ამას წინათ მეგობარს საავადმყოფოში მივაკითხე და ავტომობილი ვერსად გავაჩერე. ხომ შეიძლება, ეს პრობლემა მოგვარდეს და დამატებითი სადგომები ააშენონ?“, კითხულობს მსახიობი.

 

ლაშამ ასევე აღიარა, რომ მარტში მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რადგან საჭესთან ნასვამი იჯდა – „მანქანის მართვის უფლება შემოდგომის პირველ დღეს დავიბრუნე“, იხსენებს მომღერალი.

 

ლაშას თქმით, მისი მეუღლე, ბელა საოცრად კარგი მძღოლია, თუმცა საჭესთან ძალიან ნელია და ეს არ მოსწონს.

 

რაც შეეხება ქალს საჭესთან, როგორც ლაშა ამბობს:

 

„ვგიჟდები, როცა საჭესთან ქალს ვხედავ. პირველ რიგში, ძალიან სექსუალურად გამოიყურებიან. შეიძლება, ჩემი სქესის წარმომადგენლებმა მითხრან, რეებს ლაპარაკობო, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ საჭესთან ქალი უფრო მოწესრიგებულია, მიზანი აქვს, სად უნდა მივიდეს, კაცები კი დანიშნულების ადგილამდე სანამ მივალთ, ყველგან შევივლით და შეიძლება, სიჩქარისგან ყვითელ შუქზეც გავიაროთ, რასაც ბელა და ალბათ, სხვა ქალებიც არ იზამენ…“