LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-13 ნოემბერს არ იწვიმებს- როგორი ამინდი იქნება მომავალ კვირას?

12-13 ნოემბერს მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დათბება.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–23 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში კი 14–19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 15–20 გრადუსია მოსალოდნელი.

14 ნოემბერს ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11–16 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 20 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, 12–13 ნოემბერს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18–20 გრადუსი იქნება. 14 ნოემბერს, შესაძლოა იწვიმოს, რის გამოც შედარებით დაბალი ჰაერის ტემპერატურაა მოსალოდნელი (13–15 გრადუსი).

15–16 ნოემბერს კი საქართველოში კვლავ გამოდარებას პროგნოზირებენ.