LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ოფიციალურად თბილისის მერი ხვალიდან გახდება

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე უფლებამოსილებას ხვალ, ოფიციალურად გადაიბარებს. კალაძეს მერიაში 08:30 საათისთვის ელოდებიან.

უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან სხვა თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არჩეული მერები, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

საქართველოს მერის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური კი რამდენიმე ქალაქში დღეს იმართება.