LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის უმცროსი და ლონდონის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობს (ფოტო)

ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონი იშვითად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დაქორწინების შემდეგ ის სულ რამდენჯერმე ვიხილეთ მეუღლესთან ერთად. ცნობილია, რომ არც 33 წლის პიპას და არც 41 წლის ჯეიმს მეთიუს საზოგადოებრივი ცხოვრება არ ხიბლავთ. ამჯერად კი ქეითის უმცროსი და ლონდონისქუჩებში ველოსიპედით სეირნობისას გადაიღეს. პიპა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ნაქსოვ ჟაკეტსა და ჯინსის შარევალში. ის ქუჩაში უმაკიაჟოდ გამოვიდა და არც ცნობისმოყვარე პაპარაცებს მოერიდა. ფოტოებზე ჩანს, როგორ საუბრობს პიპა მიდლტონი ტელეფონზე და როგორც ხვდება უახლოეს მეგობარს.