LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემდეგი სიმღერა ეხება ბადებრივ ფორმაციას“

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა თედიაშვილი ესტუმრა.

 

პაატა, ჯერ იყო „სიყვარულის არმია“, ახლა კი „მუსიკალური გველი“ მოიტანე… ელოდი ასეთ რეაქციებს?

 

მიხარია, რომ შენი სტუმარი ვარ, შენთან გაკეთებული პრემიერები ძალიან კარგად მაქვს დაცდილი, მგონი უკვე თვალებით ვუგებთ ერთმანეთს… როდესაც „სიყვარულის არმია“ გავიდა „არ დაიდარდოს“ ეთერში „უმნიშვნელოდ“ ჩაიარა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა, ძალიან მოულოდნელი იყო. მე ვინც მიცნობს, იციან ჩემი დამოკიდებულება იუმორის მიმართ, ეს არ გაკვირვებიათ, თუმცა მათთვის, ვინც ხედავს, რომ ჩოხა ახალუხით და გაპრიალებული აზიურებით დავდივარ, გასაკვირი იყო სიმღერის ტექსტი. ტელე ეთერში გასვლისას, ბევრი მომენტი იყო იმისთვის, რომ სკანდალური გამხდარიყო. ცეკვაზე იყო აქცენტი გაკეთებული – 9 გოგონა ძალიან პატარა ადგილზე იდგა, არც ცეკვა გაიშალა, ქორეოგრაფიაც სასაცილო იყო, მე მხოლოდ წელს ზევით ვჩანდი და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის უცხო იყო სიმღერის ტექსტი. ამ სიმღერის შემდეგ პაატა თედიაშვილი ძალიან პოპულარული გახდა. მთელი ათი წლის განმავლობაში ვიხვეწებოდი, რომ სადმე მივსულიყავი. იყო „არ დაიდარდო“ და „იმედის დილა“. სხვა მაღალ რეიტინგული შოუებისთვის არ ვიყავი სასურველი სტუმარი, ისინი მეუბნებოდნენ, რომ ჩემი პერსონა არ იყო საინტერესო. მე ვარ მსახიობი, მაქვს უფლება გარდავისახო და სხვა კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წარვსდგე საზოგადოების წინაშე. „მუსიკალური გველი“ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რაც შეეხება „სიყვარულის არმიას“, ის პატრიოტული სიმღერა უნდა ყოფილიყო. თუმცა პაატა ფაცურიამ მითხრა, რომ ტექსტი და სიმღერა ერთმანეთთან დისონანსში იყო და ამიტომ მირჩია, ტექსტი შემეცვალა. ასეთი მომენტები ხდება ან დაგეგმილად, ან დაუგეგმავად და ეს მხოლოდ პოპულარობას განაპირობებს.

 

„მუსიკალურ გველი“ სექსზეა?

 

არა, არ კეთდება სექსზე აქცენტი. ეს არის პროვოკაცია, რომელიც აიძულებს საზოგადოებას მოუსმინოს სიმღერას და იფიქროს, რაზეა ის. ხომ ხშირად ამბობენ, რომ ყველა გვირილებზე და წვიმაზე მღერის. საჭიროა „მუსიკალური გველი“, რომელიც იპოვის თავის ხვრელს. „პროფილში“ არ იყო დაგეგმილი რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბრა. ვფიქრობდი, შემოქმედებითი საუბარი იქნებოდა. ისეთი შინაური გარემო იყო, მეგონა ქალბატონ მაიასთან ერთი-ერთში ვიჯექი და ვსაუბრობდი ისეთ საკეთილდღეო თემაზე, რასაც სასქესო ორგანოს თავისუფალი დინამიკა ქვია. სიმღერა აღარ მოისმინა საზოგადოებამ, სასქესო ორგანოს განიავება უფრო საინტერესო აღმოჩნდა. სიმღერის მიზანი ის არის, რომ გველის შხამი არის სამკურნალო თვისებების მატარებელი, ანუ გველი, გარდა იმისა, რომ შხამიანია, ის სამკურნალოც არის. ასევეა ეს სიმღერაც, ბევრი ეგრძნება უნდა გამოეწვია საზოგადოებაში. ის, რომ საზოგადოება ერთი მიმართულებით აზროვნებს, ეს ძალიან ცუდია. ეს არის გზამკვლევი, რომ ყველამ სხვადასხვაგვარი აზრი გამოხატოს, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამდენი ლანძღვის ატანა. სიმღერა თავისუფალია თავისი სათქმელით, ასეთივე თავისუფალი უნდა ყოფილიყო ჩაცმულობაც. მიხარია, რომ ეს სიმღერა ჩემს რეპერტუარშია, მე მაქვს ძალიან კარგი ანტისხეულები და ვებრძვი ყველა ანტიგენს. ამ სიმღერაზე ვიდეორგოლიც გადავიღე, რეჟისორი არის გიორგი მეშველიანი. ექვსი ტიპის ადამიანს განვასახიერებ ამ კლიპში, კოსტიუმები მე გავაკეთე.

 

რა იქნება შემდეგი?

 

შემდეგი სიმღერა ეხება ბადებრივ ფორმაციას. მაგალითად, მივდივარ ტყეში და გავიკაწრე სხეული, მაგრამ თუ დავინახე დათვი, მავიწყდება ნაკაწრი და გავურბივარ დათვს. ერს მუდმივად გვჭირს ის, რაც ჩადებულია ბადებრივ ფორმაციაში. ახალი წლის შემდეგ სავარაუდოდ მზად იქნება ახალი პროექტი.


პაატა თედიაშვილი – მუსიკალური გველი

AudioPAATA – MUSIKALURI GVELI


გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Paata

პაატა – სიყვარულის არმია. Live



პაატა თედიაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge