LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა წლის ადამიანად გახდომის შანსი დაკარგა

დონალდ ტრამპმა წლის ადამიანად გახდომის შანსი დაკარგა – მიზეზი კი ისაა, რომ მილიარდერს ინტერვიუს მიცემა არ სურს. ჟურნალმა Time-მა პრეზიდენტს საპატიო ტიტული შესთავაზა, ტრამპმა კი წინა წლის მსგავსად ამჯერადაც უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის პირველმა პირმა Twitter-ით გაავრცელა. დონალდის განცხადებით, მას ვრცელი ინტერვიუ და ფოტოსესია შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, რადგან ფიქრობს, რომ ეს არც თუ ისე კარგი იდეაა.

შეგახსენებთ, რომ Time წლის ადამიანს 1927 წლიდან, წელიწადში ერთხელ ასახელებს და ეს ტიტული სხვადასხვა დროს იოსებ სტალინს, ნიკიტა ხრუშჩოვს, იური ანდროპოვსა და ვლადიმერ პუტინსაც აქვთ მიღებული.