LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.  ამ წუთებში მისი დაკავების ოპერცია მის საცხოვრებლ სახლში მიმდინარეობს, სადაც დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. მას ბრალი მისი საცხოვრებელი სახლის კიბეზე გააცნეს.

სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა შეძლო და იქიდან მოუწოდა მხარადმჭერებს, რომ მისი დაკავების საშუალება არ მიეცათ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში დაპირისპირება იყო სპეცრაზმსა და მის მომხრეებს შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

მიკროავტობუსი, რომლითაც დაკავებული  მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, ამ წუთებში ალყაშია მოქცეული და მხარდამჭერები დაძვრის საშუალებას არ აძლევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერიც დააკავეს.