LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ფარჩაკებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მე ვარ დაბადებული მხოლოდ გამარჯვებისთვის – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

“გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება, სააკაშვილი არის დაბადებული მხოლოდ გამარჯვებისთვის. ამ ფარჩაკებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ მე ვარ დაბადებული მხოლოდ გამარჯვებისთვის”,– ამის შესახებ სპეცრაზმისგან გათავისუფლებულმა სააკაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, ამ საკითხზე სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი საკუთარი სახლის სახურავზე, სპეცრაზმმა აიყვანა. მის სახლთან მობილიზებულმა მხარდამჭერებმა კი ის სპეცრაზმის ჯავშანმანქანიდან გადმოიყვანეს.

ამ წუთებში სააკაშვილი ხალხთან ერთად უკრაინის პარლამენტისკენ, ხმაურითა და შეძახილებით მიემართება.