სოფელ კარალეთში 68 წლის ქალის მკვლელბაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს. გავრფცელებული ინფორმაციით, დაკავებული 20 წლის ახალგაზრდაა. მეზობლების თქმით, მომხდარის შესახებ პოლიციას დაკავებულის მამამ აცნობა. მათივე განცხადებით, ის დანაშაულის ჩადენის მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ შსს-ში.
68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 4 დეკემბერს ნახეს. ის მარტო ცხოვრობდა და მას შემდეგ რაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს მეზობლებმა მიაკითხეს და იატაკზე იპოვეს. მათვე სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
