LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო ნეფარიძე ესტუმრა

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო ნეფარიძე ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს ახალი წელი წინასწარ მიულოცა. დათო ნეფარიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა თუ როგორი იყო მისთვის 2017 წელი და რა სამომავლო გეგმები აქვს. მომღერალმა „საქართველოს მანანებო“ თავისებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა. ასევე, პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა.

 

როგორი იყო თქვენთვის 2017 წელი?

 

ყველა დღე ლამაზი და კარგია, 2017 წელიც თავისი პრობლემებით თუ კარგი ამბებით ცუდად არ მახსოვს. რამდენიმე სიმღერის პრემიერაც შედგა „არ დაიდარდოს“ ეთერში.

 

ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

ახალი ალბომის გაკეთება მინდა და სიმღერებს ვეძებ აქტიურად. უამრავი მარგალიტი გვაქვს და მე მათ შორის ჩემებური ვერსიების გაკეთება მინდა. გაზაფხულისთვის იგეგმება ალბომის გამოცემა და თუ ისეთი გამოვა, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს, მინდა ყველგან ჩავიდე, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და ყველას წარვუდგინო. თუკი გამოჩნდებიან კომპოზიტორები, სიამოვნებით ვიმღერებ ახალ სიმღერასაც. „საქართველოს მანანებო“ ულამაზესი სიმღერაა, გოგი ცაბაძეა ავტორი, ლექსი კი ალეკო შენგელიას ეკუთვნის. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ლექსს, თუ რა გრძნობაა ჩადებული. ასრულებდა თემურ წიკლაური და თუკი ხალხი თავიდან შეიყვარებს, ძალიან კარგი იქნება. მე ჩემი გულის ნადები ჩემებურად გამოვხატე. სიმღერაზე ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად ვიმუშავე. მინდა, ყველას ბედნიერი ახალი წელი ვუსურვო.

 

წარმატებას ვუსურვებ ახალ სიმღერას და თქვენ, იმედია მსმენელები შეიყვარებენ ამ ნამუშევარს.


დათო ნეფარიძე – საქართველოს მანანებო

AudioDATO NEPARIDZE – SAQARTVELOS MANANEBO

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioDueti. Dato Nefaridze

დათო ნეფარიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge