LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი დინამოს სტადიონთან – დაღუპულია 3 ადამიანი

“დინამოს” სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფს ელოდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ერთი მოქალაქე, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, გადაყვანილია სტაციონარში. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილობრივები ხანძრის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან ან ელექტროენერგიისგან გაჩნდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი არ იყო შეყვანილი, შესაბამისად, ხანძარი გაზის გაჟონვის შედეგად ვერ გაჩნდებოდა.

“დინამოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.