LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა, რომელიც მომავალ დედებს სტიმულს მისცემს

Ardaidardo.Ge

 

„რადიო დუეტს“ მომღერალი მადონა ესტუმრა. შედგა მისი პირველი სიმღერის პრემიერა.

 

როგორ განწყობაზე ხართ?

არაჩვეულებრივზე. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ყოველივეს საუკეთესოს გისურვებთ.

 

როგორი იყო 2017 წელი თქვენთვის?

ეს წელი ჩემთვის საუკეთესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩაიწერა ჩემი პირველი საავტორო სიმღერა, შედგა მხარდამჭერი საღამო და ა.შ.

 

„დედაშვილობა“ – ასე ჰქვია შენს ახალ სიმღერას და ის საქველმოქმედოა…

7 ნოემბერს შედგა ჩემი მხარდამჭერი საღამო. ამ დღისთვის დაიწერა ეს სიმღერა. ის არის გოგოზე, რომელსაც ძალიან უნდა ჰყავდეს შვილი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს ისტორია ჩემზეა და მინდა ამ სიმღერით ჩემნაირ გოგოებს სტიმული მივცე. იმედია, მსმენელი მოიწონებს და შეიყვარებს მას.

 

ვის ეკუთვნის სიმღერა?

ჩაიწერა სტუდია „ხარებაში“. დამეხმარნენ ჩემი მეგობრები – შოთიკო მაისურაძე და პაატა სილაგაძე. ავტორი ვარ მე თავად. სულ ეს იყო.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

მინდა, რომ არაერთი ჩემი საავტორო სიმღერა ჩაიწეროს და ასევე ამისრულდეას ყველა ჩანაფიქრი.

 

ახალ წელს სად ხვდები და გაქვს თუ არა გამორჩეული ტრადიცია?

ახალ წელს ვარ ოჯახთან ერთად. საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს და მათთან ერთად საკმაოდ მხიარულად ვატარებ ამ დღეს.

 

წარმატებებს გისურვებ.

მადონა-„დედაშვილობა“

AudioMADONA – DEDA SHVILOBA

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Madona

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge