LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ერთ-ერთ ქალბატონს სიმსივნის ოპერაცია ჰქონია დაგეგმილი და ჩემი კონცერტის გამო გადაუტანია!!!“

Ardaidardo.Ge

ლაშა ღლონტი ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ემოციებს „ფეისბუქ“-მეგობრებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ თბილისს გარეთ კონცერტები მისთვის განსაკუთრებულია. „ალილოს“ წევრი ამბობს, რომ რეგიონებში ყველაზე კარგად იგრძნობა ქართული სიმღერის სიყვარული.

 

მომღერალი წერს:

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მქონია გასტროლი, რისთვისაც მადლობელი ვარ უფლის, მაგრამ რეგიონში ჩასვლა და სოლოკონცერტის ჩატარება, სადაც ნამდვილი მაჯისცემა იგრძნობა ჩემი ქართველი ხალხის და შეუცვლელი სითბო სუფევს, ამის შეგრძნება ენით უთქმელი ბედნიერებაა!!! წარმოიდგინეთ, ამ გაჭირვებულ ყოფაში ადამიანები ბილეთს რომ იყიდიან შენს მოსასმენად და ნახევრად გამთბარ დარბაზში სხედან საყვარლად მობუზულები, რამხელა სიხარულია!!!

ერთ-ერთ ქალბატონს სიმსივნის ოპერაცია ჰქონია დაგეგმილი და ჩემი კონცერტის გამო გადაუტანია!!! ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

ის, რომ მართლაც გამორჩეული ერი ვართ!!!!

გაუმარჯოს ქართულ სიმღერას!!!!

P.S. გოგი დოლიძეს უთქვამს ერთხელ: როცა მაქებენ, მე ის კი არ მიხარია გოგი რომ ვარ, არამედ ის, თუ როგორ უყვართ ქართული სიმღერა და საქართველოო!!!

გაუმარჯოს ქართულ სიმღერას!!!“