LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ძოწენიძე: „ისევ ქუჩაში ვხვდები ახალ წელს“

Ardaidardo.Ge

„რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი ნინო ძოწენიძე იყო. შედგა ახალი სიმღერის „ახალი წელია“, პრემიერა.

როგორ შეაჯამდებდი 2017 წელს?
ჩემი წელი იყო და ნამდვილად იყო ნაყოფიერიც. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია მაქვს, მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი კლიპი გადავიღე, არ ვიყავი დიდად აქტიური მე თვითონ, თუმცა ეს ჩემი მეორე სამსახურის „დამსახურებაა“, რომელმაც მთლიანად „შემიწოვა“.

 

როგორ ემზადები ახალი წლისთვის?
ვწერ ახალ სიმღერას, რომელიც 31 დეკემბერს ღამე დაპრემიერდება.

 

სად ხვდები?
15 წელზე მეტია სახლში არ შევხვედრივარ და წელსაც არ არის გამონაკლისი. ისევ ქუჩაში ვხვდები ახალ წელს (იცინის).

 

სიმღერა „ახალი წელია“ ვის ეკუთვნის?
ნატო გელაშვილს ეკუთვნს, რომელმაც სპეციალურად ჩემთვის დაწერა. ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, არანჟირება ზურა მახნიაშვილისა და ბაკურ ბაკურაძეს, ჩაიწერა ჩემს სტუდიაში.

 

სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავ?
იყო უკვე გია ჯაჯანიძის შოუში.

 

წარმატებებს გისურვებთ.

ნინო ძოწენიძე-ახალი წელია


Audio/NINO DZOTSENIDZE – AXALI CELIA


გადაცემის აუდიო ჩანაერი

Audio/Radio Dueti. Nino Dzotsenidze

ნინო ძოწენიძე – თოვლის ფანტელი. Live არ დაიდარდო


ნინო ძოწენიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. 22.12.2017. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge