სმარტფონების ფერების მხრივ Apple ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული კომპანიების რიცხვს განეკუთვნება – ჩვეულ სტილს ის იშვიათადა ღალატობს.
როგორც წესი, iPhone-ის ყველაზე მკვეთრი ფერი წითელია, თუმცა უახლესი ინფორმაციით, 2018 წლიდან სმარტფონები სხვადასხვა ფერის კორპუსებში გამოვა, მათ შორის ვარდისფერში, ყვითელსა და ლურჯშიც კი.
ახალ ფერებს, თუკი წყაროს დავუჯერებთ, ბიუჯეტური მოწყობილობები მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება კი იმასთან არის დაკავშირებული, რომ აღნიშნული iPhone-ები სხვა ძვირადღირებული მოდელებისგან განსხვავდებოდეს.