2017 წელს, მსოფლიო კინოგაქირავების რიცხვმა რეკორდულ 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. სტატისტიკას Deadline აქვეყნებს და ეს იმას ნიშნავს, რომ შარშანდელი რეზულტატი სამი პროცენტით გაუმჯობესდა.
კინოგაქირავების აბსოლუტური ლიდერი „მზეთუნახავი და ურჩხული“ იყო 1,26 მილიარდი დოლარით, „ფორსაჟი“ 1,23 მილიარდით, „ვარსკვლავური ომები 8: უკანასკნელი ჯედაი 1,04 მილიარდით, მულტფილმი „საზიზღარი მე 3“ 1,03 მილიარდით და „ადამიანი-ობობა“ 880 მილიონი დოლარით.
