პაპარაცებმა შაკირა და ჟერარ პიკე ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გადაიღეს. მიუხედავად რეგულარულად გაჩენილი ჭორებისა მათი დაშორების შესახებ, წყვილმა დაამტკიცა, რომ ურთიერთობაში მათ ყველაფერი კარგად აქვთ.
მომღერალი და ფეხბურთელი ფოტოგრაფებისგან დამალვას არ ცდილობდნენ და ისინი კამერების წინაშე ერთმანეთის მიმართ თბილ გრძნობებს გამოხატავდნენ.
შგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2010 წლიდან არის. მათ ორი საერთო ვაჟიშვილი ჰყავთ.



