LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია.

„პირველი დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. ღამე დაემატა 4 ადამიანი, აქედან – 3 ბავშვი“, – აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული.