LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მოგზაურების ფავორიტი ქვეყანა წელს იტალია იქნება

ახალგაზრდა ევროპელების ფავორიტი ქვეყანა მომავალ წელს იტალია იქნება. მოგზაურთა პორტალი „Voyagespirates” დაინტერესდა, თუ რომელი ქვეყნის მონახულებას ისურვებდნენ სტუდენტები 2018 წელს და ამის დასადგენად სპეციალისტებმა მასშტაბური გამოკითხვაც ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა იტალიასა და ისლანდიაზე ფიქრობს, დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკაც საკმაოდ პოპულარული მიმართულებებია. მომავალი წლის მოგზაურობები ახალგაზრდათა 36%-ს აქვს დაგეგმილი და იტალიის მონახულებას ყოველი მეოთხე გამოკითხული გეგმავს. რაც შეეხება ისლანდიას, ის მოთხოვნადთა მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მხოლოდ ახალგაზრდა რესპოდენტებში. შედარებით ასაკოვანი მოგზაურები კი უპირატესობას გერმანიას, შოტლანდიასა და საბერძნეთს ანიჭებენ.