LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა

გერმანულმა კლინიკამ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს. თუმცა, გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მონაცემების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი განაცხადა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები როგორც თურქეთის, ასევე, ევროპის რამდენიმე საავადმყოფოსთან მიმდინარეობს.

19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა. ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ მის მდგომარეობაში გაუარესების დინამიკა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება.