შვეიცარიულ ავიაკომპანიებს მგზავრებისთვის 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. შვეიცარიის აეროპორტებში დაგვიანებულმა თუ გადადებულმა რეისების რაოდენობამ გასულ წელს 276 ათასი ადამიანი დააზარალა. ბუნებრივია, თითოეულ მათგანს კომპენსაცია ეკუთვნის. პორტალ „AirHelp”-ის ინფორმაციით, ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც გარკვეული დისკომფორტი შეექმნა – შეუძლია მინიმუმ 600 ევრო მოითხოვოს. შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ზარალის თანხა დათვალეს და მან 80 მილიონ ევროს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ დაგვიანებული რეისების რაოდენობით შვეიცარია მსოფლიო რეიტინგში ლიდერი ნამდვილად არ არის და ყველაზე ცუდი სიტუაცია ბრიტანეთშია.
