თქვენ ფიქრობთ, რომ Porsche–სთვის უმსხვილესი ბაზარი აშშ ან გერმანიაა? ცდებით, მსოფლიოში ნომერი პირველი საავტომობილო ბაზარი ჩინეთია. გერმანულმა საავტომობილო მწარმოებელმა Porsche ჩინეთში მეასე შოურუმი გახსნა.
ახალ საგამოფენო ცენტრს „სტუდია პორშე“ დაარქვეს. რიგით მეასე ცენტრი გუანჩჟოუში გაიხსნა, რომელიც მოსახლეობით ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე პეკინი.
„ბოლო წლებში ჩინეთი Porsche–სთვის უმსხვილესი ბაზარი გახდა. ჩვენი ოთხ კარიანი სპორტული ავტომობილები აზიაში განსაკუთრებით პოპულარულია, მოთხოვნა იზრდება ორ კარიან მოდელებზეც. Porsche 718 Boxsters და Caymans ჩინეთში 5 000 ერთეული გაიყიდა, ეს ციფრი კი იმაზე მეტია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში გაყიდული პორშეების რაოდენობა“ – განაცხადა კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა დეტლევ ფონ პლატენმა.
ახალი „სტუდია პორშე“ 500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. მასში პორშეს ხუთივე მოდელია წარმოდგენილი.
