LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში მეტროსთან აფეთქება მოხდა

შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, აფეთქება მოხდა.

მეტროსადგურ ვარბი გარდთან, აფეთქების შედეგად 2 ადამიანია დაშავებული.

პოლიციის ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა, მიწიდან რაღაც აიღო, რაც აფეთქდა.

მამაკაცი, რომელმაც უცნობი ნივთი აიღო და 45 წლის ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნივთი რომელიც აფეთქდა, ხელყუმბარა იყო.