ფილიპინებზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციასReuters-ი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 35 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.
ფილიპინებზე ასევე ვულკან მაიონის ამოფრქვევის საფრთხეა, რის გამოც ტერიტორიიდან 5.8 ათასი ოჯახია ევაკუირებული.
