LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ავარიული შენობა: N64 ბაგა-ბაღი დაიხურა

ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, N19, N84 და N125-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეწყდა.

სააგენტოს ხელმძღვანელს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთი ბაღის, N64-ე ბაგა-ბაღის შენობის ავარიულობის თაობაზე აცნობა. როგორც ექსპერტი აცხადებს, მანამდეც ბაგა-ბაღის დაუშვებელია.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების შენობების მონიტორინგი გასული წლის ბოლოდან, კახაბერ გვანცელაძის დავალებით დაიწყო და მოითხოვა 158 ბაღის შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხის. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

29 იანვრიდან ამ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

N19-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N40, N23, , N39, სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღებში. ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

N125-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში, ამ შემთვევაშიც, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

N84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N31, N56, N143 ბაგა-ბაღებში ან სხვა საჯარო ბაღებში, მშობლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში“,- აღნიშნულია ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

64-ე ბაღის ავარიულობაზე, გუშინ “ფორტუნა” წერდა და მის დახურვას აანონსებდა: თბილისში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხუროს