LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიასთან აქციაა – მოქალაქეები ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ

თბილისში, ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობასთან დაკავშირებით, მერიასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ცნობილია, ჯერჯერობით მოქალაქეები მშენებლობის დროებით შეჩერებას ითხოვენ. ისინი თბილისის მერიისგან, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ელიან.

მანამდე ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. საუბარია კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე, რომლის გადახედვასაც მერს კიდევ ერთხელ სთხოვენ. არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა 2018 წლის 15 იანვარს გასცა.

მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ. მათი თქმით, მშენებლობის უკან გარკველ პირთა პირადი ინტერესი იკვეთება.