პოლიცია 87 წლის მსახიობით, რობერტ ვაგნერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ლეგენდარული მსახიობის, ნატალი ვუდის გარდაცვალების საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. „ვესთსაიდური ისტორიის“ მთავარი გმირი და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ნატალი ვუდი 1981 წელს გაურკვეველ ვითარებში დაიღუპა. ის სანტა-კალიფორნიაში იახტაზე მეუღლესთან, რობერტ ვაგნერთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად გაუჩინარდა, მალევე ის ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ ნატალის გარდაცვალებას უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ 40 წლის შემდეგ, პოლციამ მკვლელობის საქმეში რობერტ ვაგნერის ბრალეულობა დაამტკიცა. საინტერესოა, რომ ვაგნერმა 2008 წელს ამავე საქმეზე პოლიციასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა.
ნატალი ვუდი მსახიობ რობერტ ვაგნერზე 1957 წელს დაქორწინდა. მეუღლეები ქორწინებაში 1961 წლამდე იმყოფებოდნენ. 1969 წელს ნატალი ვუდი ბრიტანელ პროდიუსერს, რიჩარდ გრეგსონს გაჰყვა ცოლად. 1972 წელს კი ვაგნერთან ურთიერთობა განაახლა და მასზე ხელახლა იქორწინა. ცნობილი ხდება ისიც, რომ სიკვდილამდე ნატალი ვუდს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, რაც შესაძლოა, ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებდეს.





