იტალიური კომპანია Automobili Amos, რომელიც კოლექციონერმა და მრბოლელმა ეუგენიო ამოსმა დააარსა, გეგმავს ლეგენდარული სპორტქარი Lancia Delta Integrale აღადგინოს. დონორები კი Delta Integrale 16V-ს უფრო ხელმისაწვდომი მოდიფიკაციები იქნებიან.
მთლიანობაში ავტომობილს ათასამდე ცვლილება შეეხება. მათი წყალობით, ამოსის თქმით, ავტომობილი უფრო დაკუნთული გახდება, მაგრამ Delta Integrale-ს ყველა უშეცდომოდ ამოიცნობს. კერძოდ, ავტომობილი უფრო განიერ, ხელით დამზადებულ ალუმინის ძარას მიიღებს. ასევე ექნება სრულად შეცვლილი სალონი, რომლის შთაგონებაც Delta S4-ის კოკპიტი გახდება.
ავტომობილის აწყობა პიემონტეში მოხდება, სადაც მცირე სერიული წარმოების მქონე კომპანიებისთვის მიმწოდებელთა უმრავლესობაა თავმყორილი. ზოგიერთ კომპონენტს კი Automobili Amos საუკეთესო იტალიურ მწარმოებლებს შეუკვეთავს.
სულ ასეთი 15 ეგზემპლარი აიწყობა. Lancia Delta Integrale-ს ფასი უცნობია. პირველ ეგზემპლარს მიმდინარე წლის მარტში აჩვენებენ.



